უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საშობაოდ გამოცხადებული ე.წ. ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, 6 იანვარს ბახმუტზე საარტილერიო იერიში განხორციელდა.
მათივე ცნობით, რუსული ძალების მიერ, ბახმუტზე საარტილერიო იერიშის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ასევე დაშავდა 13 ადამიანი.
უკრაინულ მედიაში გავრცელებული ცნობითვე, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები.
კომენტარები
