უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდელმსახურებს მოქალაქეობა შეუჩერა. მედიის ინფორმაციით, საუბარია 13 სასულიერო პირზე.
დადგენილება ოფიციალურად არ გამოქვეყნებულა, რადგან ის პერსონალურ ინფორმაციას შეიცავს. მედიის ცნობით, განკარგულება გასული წლის 28 დეკემბრით თარიღდება.
საუბარია ტულჩინისა და ბრატსლავის მიტროპოლიტ იონაფანზე, რომელსაც SBU-მ ღალატში წაუყენა ბრალი. არსებული ინფორმაციით, მას რუსული პასპორტი აქვს. ასევე, მოქალაქეობა შეუჩერდა ტულჩინის ეპარქიის ვიკარს, ეპისკოპოს სერჰიი ლადიჟინის, რომელიც იონაფანთან დაახლოებული პირია.
კომენტარები
