სასტუმრო „რედისონში“ ხვალ საფოსტო რეგულაციების ევროპის კომიტეტის (CERP) პლენარული სხდომა გაიხსნება, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.
სხდომაში, სადაც განხილული იქნება ფოსტის სფეროს ფუნქციონირების და განვითარების მნიშვნელოვანი საკითხები, მონაწილეობას მიიღებენ ევროპის 21 ქვეყნის ფოსტის სფეროზე პასუხისმგებელი სამინისტროების, მსოფლიო საფოსტო კავშირის, მარეგულირებლების PostEurop-ის და ევროკომისიის უფლებამოსილი წარმომადგენლები. ფოსტის სფეროში ასეთი სახის ღონისძიება საქართველოში პირველად ტარდება.
კომენტარები