„ნაციონალურ მოძრაობაში“ წინა საარჩევნო პერიოდი პარტიის შიგნით, დაუნდობელი ბრძოლით და ბინძური კამპანიით მიმდინარეობდა.
არჩევნები დღეს დაგვიანებით, ხარვეზებით დაიწყო. ახლა მთავარი კითხვაა, ვინ ჩაიბარებს, ჩამოშლილ პარტიას. მერაბიშვილ-კეზერაშვილის კლანი თუ მელია ახალაიები. ამასთან, თავმჯდომარეობისთვის კიდევ ორი კანდიდატი იბრძვის.
„ნაციონალურ მოძრაობის“ წევრის ბაჩო დოლიძე იმედოვნებს, რომ პარტიის ამომრჩეველი სწორად შეაფასებს არსებულ ვითარებას.
„პარტიის თავმჯდომარე ბევრ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე საგარეო მიმართულებითაც. ის მთავარი ოპოზიციური პარტიის სახეს წარმოადგენს. ასე, რომ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მე დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ამომრჩეველი ძალიან სწორ პოზიციას დაიჭერს“, – განაცხადა დოლიძემ.
28-29 იანვარს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნები ჩატარდება. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძვის: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.