ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს, – ასე ეხმაურება “ნაცმოძრაობის” წევრის გიორგი ჩალაძის მუქარას იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე.
“ჩალაგამოვლებული ნაციონალური ბოლშევიკების პროპაგანდა: უსამართლობა სამართლიანობაა, უკანონობა- კანონიერება, სისხლისღვრა-მშვიდობა და სამართალი არის ის რასაც ვიტყვით ჩვენ!
თქვენი შანტაჟით ბრძენ ქართველ ხალხს ვერ შეაშინებთ. ძალაუფლების დაბრუნების მანიაკალური წყურვილით განპირობებული მუქარის განხორციელების მცდელობას კი კანონი და სამართალი შესაბამის ადგილს მიუჩენს!” – წერს მინისტრი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ჩალაძის თქმით, “თუ არ უნდათ, ქუჩაში მიიღონ ომი, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად – ეს არის მუქარა”.