უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი მედიის მიერ მისი გადაყენების შესახებ გავრცელებულ ცნობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მას არაფრის რცხვენია. ეს განცხადება რეზნიკოვმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„არაფრის მრცხვენია. მე გამარჯვებული ვარ. არც ერთი ადამიანი არ რჩება სავარძელში სამუდამოდ. უნდა დავრჩე თუ არა თანამდებობაზე, კონსტიტუციის მიხედვით, ეს მხოლოდ ერთი ადამიანის – უკრაინის მთავარსარდალ პრეზიდენტ ზელენსკის გადასაწყვეტია. ამიტომ, ამა თუ იმ გადაწყვეტილებას მისი გადაწყვეტილების საფუძველზე მივიღებ”, – განაცხადა რეზნიკოვმა.
კომენტარები