არქიმანდრიტი იოსები (ბურჯანაძე) 4 თებერვალს, გელათის მამათა მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
გელათის მონასტრის წინამძღვრის გადარჩენა სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა. არქიმანდრიტმა, იოსებმა თავი გაწირა და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ცეცხლმოკიდებულ კელიაში შევიდა. გელათის მონასტრის წინამძღვარი უკანასკნელ გზაზე გუშინ ათასობით ადამიანმა გააცილა.
მამა იოსები ისტორიულ სამონასტრო კომპლექსში 30 წელი მოღვაწეობდა. იგი ყველაზე მოკრძალებული და ყველასგან გამორჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობდა.
მამა იოსების ცხოვრების მძიმე ჯვარზე „იმედის კვირამ“ რეპორტაჟში მოამზადა. მასში ნაჩვენებია ბერის უკანასკნელ ლოცვა საავადმყოფოდან.
კომენტარები