საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე სიტყვით გამოვიდა სიტყვით, თემაზე „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“ და ქვეყნის ეკონომიკურ მიღწევებზე ისაუბრა.
„The Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების 2022 წლის ინდექსში საქართველო მე-18 ადგილზეა ევროპაში და წინ უსწრებს ევროკავშირის ბევრ წევრ სახელმწიფოს, ხოლო გლობალურ რეიტინგში 26-ე ადგილს იკავებს 177 ქვეყანას შორის. ეს აღიარება მოწმობს იმ უზარმაზარ წინსვლას, რომელიც ეკონომიკური თავისუფლების ხელშეწყობის და ყველა მოქალაქის უფრო წარმატებული მომავლის შექმნისთვის მივაღწიეთ“, – აღნიშნა პრემიერმა.
კომენტარები
