პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილემ, “ხალხის ძალის” ერთ-ერთ ლიდერს გურამ მაჭარაშვილს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ე.წ. უცხოური გავლენების აგენტის შესახებ კანონპროექტს წარმოადგენს კითხვით მიმართა.
კითხვის შინაარსი კი შემდგომში მდგომარეობდა: გაიხსენებდა თუ არა ერთ კანონს მაინც, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები არ იტყოდნენ, რომ ის არის რუსული.
“იმ პერიოდში, როდესაც თქვენ “ქართული ოცნების” წევრი იყავით, გაიხსენოთ ერთი კანონი, ან გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო უმრავლესობამ და რომლის მიმართაც ოპოზიციის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ იარლიყი აკერებული, რომ ეს არის რუსული გავლენა, ეს არის რუსული გადაწყვეტილება და საერთოდ ქართული ოცნება რუსეთიდან და კრემლიდან იღებს ინსტრუქციებს.
არსებობა თუ არა ერთი გადაწყვეტილება, მათ შრის 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში, რომელზეც ობიექტური შეფასება მიიღეთ და რომელზედაც საზოგადოებას უთხრეს, ეს საკითხი რამეს აგვარებდა თუ არ აგვარებდა. მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ფარაზე და ფარა არის ამერიკული კანონი, რომელიც გულისხმობს საზღვარგარეთიდან გავლენის აგენტების რეგისტრაციას და მან თქვა, რომ თითქოსდა იქ საუბარია მხოლოდ იმაზე, რომლებიც არაკეთილგანწყობილები არიან აშშ-ს მიმართ.
არის თუ არა რუსული საქმე, მაშინ როდესაც 2020 წლიდან ამ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებს საბოტაჟი ხდებოდა. მაშინ, როდესაც ბატონი არმაზი მოგვიწოდებს და გვეუბნება, რომ თითქოს ჩვენ 2024 წლისთვის ვემზადებით, რომ მოწმენდილი ველი იყოს – ბატონო არმაზ დამიჯერეთ, ისეთ დღეშია დღეს ოპოზიცია მოსაწმენდი იქ არაფერი აღარ არის.
მაშინ, როდესაც ლეგიტიმურ არჩევნებს, რომელიც აღიარებული იყო მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე და როდესაც ეს ადამიანები, განსაკუთრებით “ნაციონალური მოძრაობა”, რომლის კლოუნი ლიდერი დღეს, აქ ჭინკასავით დახტოდა საბოტაჟს უწევდა პარლამენტს-არის თუ არა ეს რუსული საქმე?!,”-აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.