საპარლამენტო უმრავლესობა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„იყო დისკუსია ამასთან დაკავშირებით, თუმცა, საკითხი მალევე გადავწყვიტეთ. იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით უარყოფით კონტექსტში მხოლოდ ორი არგუმენტი იყო წარმოდგენილი, რომ პოლიტიკურად მიკერძოებული ადამიანი არ და ვერ უნდა იყოს კანდიდატი და აგრეთვე გაიხსენეს მის მიერ წარსულში გაკეთებული რამდენიმე განცხადება. ვფიქრობთ ყველა ერთად, რომ ეს არგუმენტები არ არის საკმარისი რომ მის კანდიდატურაზე უარი ვთქვათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
კომენტარები