„მოქალაქეების“ ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილი დავით კეზერაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა და სადაც ამბობს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე უარს ამბობს.
„კუთხეში მიმწყვდეული კაცის პასუხი იყო და წერილი. ახლა რაღაც ხომ უნდა თქვას. რაღაცას მიედ-მოედო. გასაგებია, კეზერაშვილიც მიხვდა ალბათ, რომ უზარმაზარი დარტყმის ქვეშ დააყენა ტელევიზია, რომელსაც აფინანსებდა და რაღაც უნდა გააკეთოს. სრულიად დოტაციური ტელევიზიის თანამშრომლებისთვის გადაცემა რას ნიშნავს, მათ ფული საიდან უნდა იშოვონ?! მანამდე უნდა ეფიქრა კეზერაშვილს, სანამ პენსიონერებს გაძარცვავდა და სანამ ტელევიზიას დააფინანსებდა, რომ მისი მავნებლობისა და ბინძური ფულის გამო ბევრი ადამიანი უხერხულში ჩავარდებოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა.
დავით კეზერაშვილის განცხადებით, ის უარს ამბობს „ფორმულას“ საკონტროლო პაკეტზე და არსებული წილის ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს.