ავიაკომპანია „ჯეოსქაის“ 20 თანამშრომელი უკვე თბილისშია. ისინი სამუშაო ვიზიტით სუდანში, კერძოდ, დედაქალაქ ხართუმში იმყოფებოდნენ, სადაც 14 აპრილს სამხედრო დაპირისპირება დაიწყო. ავიაკომპანიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, მათი ევაკუაცია სახმელეთო გზით ეგვიპტეში განახორციელა.
ამ დრომდე ქაიროში იმყოფება ავიაკომპანია „მაი ეარლაინსის“ 13 თანამშრომლები, რომლებსაც საქართველოში ხვალ დილით ჩამოიყვანენ.
კომენტარები