„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები – ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელები ჰქონდათ დარქმეული, რადგან ასე სჭირდებოდათ თავიანთ პატრონებს გარედან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ დირექტორ ეკა გიგაურსა და პარტია „ფედერალისტების“ ლიდერ თამარ ჩერგოლეიშვილს შორის არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ ხომ ღიად დავიწყეთ საუბარი, რომ რეალურად არ არსებობდა არანაირი ე.წ. NGO სექტორი და პოლიტიკური პარტიები. ეს იყო ერთი ძალა. უბრალოდ, სხვადასხვა სახელები ჰქონდათ დარქმეული, ასე სჭირდებოდათ თავიანთ პატრონებს გარედან. ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ მთავრობები ამგვარად ემართათ. თავიანთი წარმომადგენლები ჰყავდათ. ვითომ დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციები, რეალურად ჩვეულებრივ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ. ერეოდნენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში, იღებდნენ კონკრეტულ დავალებებს გარედან, ასრულებდნენ. რა თქმა უნდა, ეს იყო მტრული დავალებები ქვეყნის და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამაზე ჩვენ ღიად ვსაუბრობდით და ეს საუბარი დავიწყეთ რამდენიმე წლის წინ. ბევრს არ სჯეროდა, აგერ უკვე თვითონ აღიარებენ ამ ყველაფერს და თვითონ ჰყვებიან იმას, რაც ხდებოდა რეალურად: როგორი დაპირისპირება იყო, როგორ ებრძოდნენ ერთმანეთს, ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ქართველი ხალხის ინტერესებს. უბრალოდ სხვადასხვა სახელები ერქვათ: ვიღაცა ვითომ არასამთავრობოს წარმომადგენელი იყო, ვიღაცა ექსპერტობას იბრალებდა. ესეც, რა თქმაუნდა, გარედან ფინანსდებოდა. ეს მხოლოდ საქართველოში არ იყო, ეს იყო გარე ძალების, ე.წ. დიფ სთეითის მართვის მეთოდები, რომ ყველა ქვეყანაში,სადაც აქვთ პოლიტიკური ინტერესი, ხელისუფლებაში ჰყავდეთ თავიანთი აგენტურა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
