„ბლექ სი არენას“ დირექტორი დიმიტრი ბერიძე იმ პროცედურების შესახებ საუბრობს, რომელიც ჯგუფ Aerosmith-ის კონცერტის გასამართად, ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღვოდა.
როგორც დიმიტრი ბერიძე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” საუბრისას აცხადებს, მოლაპარაკებები იმის თაობაზე, მსოფლიო ტურნეს ფარგლებში, ეწვეოდა თუ არა ჯგუფი საქართველოს და თანხმობის შემთხვევაში, რომელ დღეს დაინიშნებოდა კონცერტი, დიდხანს გრძელდებოდა. ვადების გამო, ტენდერის გამოცხადება ვერ მოხერხდებოდა.
როგორც ცნობილია, Aerosmith-ის პროვაიდერ სააგენტოსთან ხელშეკრულების გაფორმება გამარტივებული წესით ხდება.
Aerosmith-ის კონცერტის გამართვა ქვეყნის ბიუჯეტს 5,5 მლნ ლარი უჯდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შესაბამისი ბრძანება უკვე გამოსცა.
Aerosmith 2017 წლის 20 მაისს კონცერტს „ბლექ სი არენაზე” ჩაატარებს. ჯგუფი საქართველოს ტურნეს ფარგლებში ეწვევა და კონცერტებს ასევე, ისრაელში, რუსეთში, გერმანიასა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში გამართავს.
Aerosmith-ის 5,5 მილიონიანი კონცერტის შესახებ „ბლექ სი არენას“ დირექტორი კომენტარს აკეთებს
2017/01/18 16:44:44
ნანახია: 1680 ჯერ