სტამბოლში მიმდინარე მსოფლიო ჰუმანიტარულ სამიტი დღეს გაიხსნა, მასში ქართული დელეგაცია, საქართველოს პრეზიდენტის ხელმძღვანელობით იმყოფება.
მასში ასევე მონაწილეობს 70-ე ქვეყნის წარმომადგენლობით დელეგაცია. სამიტი მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა გახსნეს.
„მოგიწოდებთ ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ 2030 წლისთვის იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა ნახევრამდე მაინც შევამციროთ. მოვძებნოთ გზები დელვნილებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად. ამ ყველაფერზე პასუხისმგელობა თანაბრად უნდა გავინაწილოთ,“ – განაცხადა პან გი მუნმა.
მიგრანტების თემაზე დელეგატებს ასევე სიტყვით მიმართა თურქეთის პრეზიდენტმა
„მიგრანტების ნაკადი რომც გაგრძელდეს, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნებიან სირიელები თუ ერაყელები, ჩვენ მათ კარს არ დავუხურავთ, არ დავტოვებთ საფრთხეში იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი დააღწიეს კასეტურ ბომბებს. მინდა ამ ფაქტს ხაზი განსაკუთრებულად გავუსვა,“ – აღნიშნა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.