ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე. ივნისის ბოლომდე დასრულდება ყველა რეფორმის განხორციელება და ქვეყანა თავიდან ბოლომდე მზად იქნება, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„იმედი გვაქვს რომ დეკემბერში ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს იქნება სამართლიანი. სამწუხაროდ, შარშან ჩვენი საზოგადოებისთვის გულდასაწყვეტი გადაწყვეტილება იყო მიღებული ევროსაბჭოს მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ამ შემთხვევაში იქნება სამართლიანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული“, – აცხადებს კობახიძე.
კომენტარები