საფრანგეთის შსს-ს ცნობით, 18 ოქტომბერს აქციაზე 350-ზე მეტი აქტივისტი დააკავეს, მათ შორის 117 – პარიზში.
ამასთან, პოლიციის ცნობით, კვირა საღამოს პარიზის ცენტრში ვანდალიზმისა და ძარცვის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საფრანგეთში დემონსტრაციების დროს 2 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დაპირისპირების დროს დაშავდა სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ათასამდე თანამშრომელი.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის განცხადებით, პოლიციამ გასულ უქმეებზე ზოგიერთ ქალაქში აქციებზე კონტროლი დაკარგა.
კომენტარები
