ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში, – განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას.
მისივე თქმით, მასიურად მოხდა შემოდინება იმ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლებისა ევროპაში, რომელმაც პრაქტიკულად გადაძალა ძირითადი ევროპული მოსახლეობა.
„ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ ჩვენ ჩვენს ქვეყანას გავუფრთხილდეთ, რომ ის კეთილდღეობა და უსაფრთხოება, რომელიც ჩვენი პოლიტიკის შედეგად გვაქვს, გავაგრძელოთ ის ხაზი და ამ მხრივ არ დავუშვათ არანაირი კომპრომისი“, – აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.
კომენტარები
