პოლონელი ექიმების დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით. ორ ეგზემპლარად აიღეს, – ამის შესახებ „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „ქრონიკაში“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა.
„ეჭვი გაჩნდა საზოგადოების მხრიდან, რომ მასალის აღების შესაძლებლობას არ ვაძლევდით. ჩვენ არაფერი დასამალი არ გვაქვს. ამ დელეგაციაში ტოქსიკოლოგიც იყო და მისი მოთხოვნით აიღეს ნიმუშები. ეს მოხდა მოწმეების თანდასწრებით. პროტოკოლის დაცვით. ორ ეგზემპლარად იყო აღებული. ერთი კლინიკაში დავიტოვეთ ჩვენთვის, რომ გავაგზავნოთ და ჩვენი პასუხები გვქონდეს, მათ ჰქონდათ თავისი დალუქული. შემდგომში კიდევ რატომ დასჭირდათ ასეთი ფორმით ამის წაღება, ცოტა გასაკვირია“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პოლონელმა ექიმმა მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით.