საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბროლაურში ღვინის საწარმო „მელიტონს“ ეწვია.
პრემიერ-მინისტრს ღვინის საწარმოს მეპატრონემ გიორგი სხირტლაძემ უმასპინძლა და საწარმოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ხაზი გაუსვა სოფლის მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღვინის საწარმოს დაარსებასა და წარმატებით ფუნქციონირებაში სახელმწიფო პროგრამები დაეხმარა.
მეღვინეობა „მელიტონმა“სოფლის განვითარების სააგენტოს 300 000 ლარიანი თანადაფინანსებით და 450 000 ლარის ოდენობით შეღავათიანი აგრო კრედიტით ისარგებლა. საწარმო სეზონზე 100 ტონა ყურძენს ამუშავებს.
კომენტარები