პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია,- ამის შესახებ საპარტლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გრეტა წიწავა აცხადებს.
მისივე თქმით, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები მცდელობას არ აკლებენ რათა საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია.
“ერთი წუთით წარმოიდგინეთ ის ვიდეომასალა რომ არ არსებობდეს რაც იუსტიციამ გაავრცელა და პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს არ გამოევლინათ პოლონელი ექიმის თაღლითობა, ძალიან მალე ჩვენ გვექნებოდა რომელიმე წამყვანი კლინიკის/ ექსპერტიზ(ებ)ის დასკვნა, რომ სააკაშვილი მოწამლულია.
მიხეილ სააკაშვილი და თავისი მომხრეები მცდელობას და მილიონებს არ აკლებენ საქართველოს იმიჯი შელახონ და მოახდინონ ინსტიტუციების დისკრედიტაცია, მაგრამ მერწმუნეთ ხელისუფლება მოწოდების სიმაღლეზეა და არავის გამოუვა შინ და გარეთ მორყევის მცდელობაც კი”,– წერს წიწავა სოციალურ ქსელში.