პოლონეთის ქალაქ იაროცინში 19 წლის ქართველი პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლის თქმით, მას მანქანის გაჩერება უბრძანა, თუმცა მან ბრძანებას არ დაემორჩილა, სიჩქარეს მოუმატა და მიმალვა სცადა.
“ჩვეულებრივი შემოწმება უნდა ყოფილიყო, რომელსაც ღვედის შეკვრა დაავიწყდა, თუმცა ეს დევნით დასრულდა” – ამბობს პოლიციელი.
გარდა ამისა, როგორც პოლიციელი ამბობს, დევნისას მან მანქანა სუპერმარკეტის ავტოსადგომზე გააჩერა და ფეხით გაიქცა. თანამშრომლებმა მგზავრები დააკავეს, მანქანაში კი მძღოლის მიერ დატოვებული დოკუმენტები და მობილური ტელეფონი იპოვეს. მძღოლი მეორე დღეს დააკავეს. მას 3 თვიდან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
კომენტარები