უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინის ძალებმა ინიციატივა მოიპოვეს ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით.
„მტრის შეტევა კუპიანსკის მიმართულებით ჯერჯერობით წარუმატებელია. ბრძოლა გრძელდება, მაგრამ ინიციატივა უკვე ჩვენ გვაქვს.
სამხრეთ ფლანგზე ბახმუტის ირგვლივ დღეს, ისევე როგორც ყველა წინა დღეს, ჩვენი ჯარების წინსვლას ჰქონდა ადგილი.
ბრძოლები დღეს ჩრდილოეთ ფლანგზე გაგრძელდა. მტერი ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული პოზიციები. ჩვენს მებრძოლებს უწევთ გამკლავება დანაღმვასთან და მტრის ინტენსიურ ცეცხლთან“, – აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
კომენტარები
