ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთის რაიონში ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ ახუბა, მეტსახელად „დინ რიდი“ მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნულ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. გენერალურ პროკურატურაშიც ადასტურებენ. საქმე განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზეა აღძრული.
„ამჟამად შემთხვევის ადგილის ინსპექტირებას ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი ახორციელებს, სამართალდამცავი ორგანოები დანაშაულში მონაწილე პირის იდენტიფიცირებასა და დაკავებას ცდილობენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები