შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინამ დაიბრუნა რუსეთის მიერ თავდაპირველად ოკუპირებული ტერიტორიის ნახევარი და ახლა გადის “ძალიან რთულ ბრძოლას” სხვა ტერიტორიების დასაბრუნებლად.
“თავდაპირველად დაკავებული ტერიტორიების დაახლოებით 50% უკვე დაბრუნდა. ჯერ კიდევ ადრეული დღეებია კონტრშეტევის. ეს არ დასრულდება მომდევნო 2-3 კვირაში. ვფიქრობ, რამდენიმე თვეს უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა ბლინკენმა CNN-თან ინტერვიუში.
კომენტარები
