„იმედის კვირამ“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტის პირველი დღეები შეაჯამა.
პრემიერის ვიზიტი ქალაქ ჩენგდუდან დაიწყო. სიჩანის პროვინციის ცენტრალურ ქალაქში მთავრობის მეთაურმა შეხვედრა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტთან გამართა. შეხვედრაზე ითქვა, რომ საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ.
ჩენგდუს შემდეგ, პრემიერმა მაღალი რანგის შეხვედრები დედაქალაქში განაგრძო. უმაღლეს პოლიტიკურ წრეებთან აუდიენციის პარალელურად პრემიერმა პეკინის უნივერსიტეტში ადგილობრივ განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად შოთა რუსთველის ბიუსტი გახსნა.
რა მნიშვნელობა აქვს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობას და რა გავლენა ექნება მას საქართველოს ეკონომიკაზე – დეტალები ნახეთ სიუჟეტში.
კომენტარები