ყოფილმა “მარტოხელამ“ ირაკლი მაქაცარიამ საქართველოში რუსების წინააღმდეგ ისაუბრა. “მოსახლეობის ნაწილი ზომბირებულია” – ამბობს ტელეწამყვანი უკრაინულ მედიასთან საუბრისას.
მაქაცარიას მიაჩნია, რომ საქართველოში გამოქცეული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების დიდი ნაწილი კვლავ ცდილობს პუტინის რეჟიმის გამართლებას.
უკრაინული შოუს “მარტოხელას” მეექვსე სეზონის მთავარმა გმირმა ირაკლი მაქაცარიამ, რომელიც საქართველოში ოჯახთან ერთად ცხოვრობს, რუსეთზეც ისაუბრა. მაქაცარიას თქმით, მას ჰყავს ნაცნობები, რომლებსაც აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ ყველა მათგანი უკრაინაში ომის წინააღმდეგია.
“ვფიქრობ, რუსი ერისადმი დამოკიდებულება რადიკალურად შეიცვალა. ამის ახსნა, თუ რატომ მოხდა ეს, არ არის საჭირო. მყავს ნაცნობები, ნორმალური ხალხი, რომლებსაც რუსული პასპორტი აქვთ, მაგრამ ურთიერთობაში ისინი სრულად უჭერენ მხარს უკრაინას, არ გულშემატკივრობენ იმას, რასაც პუტინი და მისი ბანდა აკეთებს“, – განაცხადა მაქაცარიამ Slava Demin-თან ინტერვიუში.
თუმცა, მაქაცარიამ აღნიშნა, რომ ომის ფონზე საქართველოში გამოქცეული რუსების უმეტესობა კვლავ პუტინის რეჟიმს უჭერს მხარს. მაქაცარია წინააღმდეგია იმის, რომ ამ ადამიანებს შეეძლოთ ბიზნესის კეთება და ფულის გამომუშავება რუსეთის ფედერაციის გარეთ.
”მოსახლეობის უზარმაზარი ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის ზომბირებული ნაწილი, რომლებიც რაღაც არგუმენტებით ცდილობენ ყველაფრის გამართლებას. მე მაინც ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს აქ შემოსული ხალხის ნაკადის მიმართ. მინდა, რომ ეს როგორმე დარეგულირდეს. ან არ ჰქონდეთ საქართველოში ბიზნესის დაწყების, კომერციული საქმიანობით დაკავების საშუალება“, – განაცხადა მან.