შოვში ორი ვერტმფრენის საშუალებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი გამთენიისას განახლდა – სტიქიის ზონიდან კიდევ 140 ადამიანი გამოიყვანეს. დილიდან ცხრა რეისი უკვე შესრულდა. 70 მოქალაქე შოვიდან ვერტმფრენებით გუშინ გამოიყვანეს.
უახლესი ინფორმაციით, სტიქიის ზონაში 6 ადამიანი, რომლებსაც ვერ უკავშირდებოდნენ, უკვე ხაზზე არიან. გუშინ საუბარი იყო რომ ახლობლები ვერ ახერხებდნენ 50-მდე ადამიანთან დაკავშირებას – მათ შორის იყვნენ ბავშვები.
“ახლობლები არიან, თვითონ სოფლის ხალხი, დამსვენებლებიც იყვნენ მანდ და რა ვიცი, ძალიან ცუდი ამბავია. ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამე, დააგუბა წყალი სადღაც, მასა მოწყდა მერე და წამოვიდა. მზიანი ამინდი იყო, კარგი ამინდი იყო. იქეთ ვინც დარჩა, არ ვიცით, ცოცხლები არიან თუ არა, არაფერი არ ვიცით,”- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კომენტარები