შოვში სტიქიის შედეგად დაკარგულ ოჯახს ეძებენ.
ზაზა მესხი მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად რაჭაში ჰოლანდიიდანაა იყო ჩამოსული, ისინი უწერაში მდებარე კოტეჯში დაბინავდნენ.
როგორც „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა, ავთო კავლაშვილმა უთხრა, მესხის ოჯახს თან თანმხლები პირი გოგო ახლავთ, რომელიც ახლა უსაფრთხოდ, კოტეჯში რჩება, მესხის ოჯახს კი ამ დრომდე ეძებენ.
„ჩემთან ისვენებდნენ, ზაზა ოჯახთან – მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად, ჰოლანდიიდან რამდენიმე დღეა ჩამოვიდა, სამივე ბიჭია. თან ახლავთ ახალგაზრდა გოგო, რომელიც გუშინ კოტეჯში დარჩა, ახლა უსაფრთხოდაა.
კავშირი ბოლოს, გუშინ, გვიან საღამოს 11 საათიდან შეწყდა. მას შემდეგ, მათთან კავშირზე გასვლა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, მხოლოდ ზაზას ფოტო მაქვს გამოქვეყნებული, ოჯახის არ მაქვს. ყველაფერს ვაკეთებთ…“ – უთხრა „ფორტუნას“ კოტეჯის მფლობელმა.