შვიდი ადამიანის იდენტიფიცირება მოხდა, ახლაც მიმდინარეობს პროზექტურაში გარკვეული პროცედურები და ველოდებით დამატებით ინფორმაციებს იდენტიფიცირების მიმართულებით, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, თუმცა პოლიცია აქტიურად არის ჩართული ინფორმაციის გადამოწმებაში და გაფილტვრაში.
დღის განმავლობაში რამდენიმე ინფორმაცია გავრცელდა, თითქოს გამოჩნდნენ ადამიანები, ხდება მსგავსი ინფორმაციების შემოდინება, თუმცა პოლიცია აქტიურად არის ჩართული ინფორმაციის გადამოწმებაში, გაფილტვრაში და მინიმალური შანსი რჩება იმის, რომ რამე უზუსტობა გაგვეპაროს. საბედნიეროდ, რიცხვი [დაკარგულების] არ გაზრდილა და დღემდე ის რიცხვია, რომელიც პირველივე დღეებში დასახელდა“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.
კომენტარები