თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს.
არსებული ინფორმაციით, ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და ფული წაიღო. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
კომენტარები