ვერავისგან მოვისმინე კომპეტენტური აზრი, რომ 2008 წლის საომარი მოქმედებები არ იყო კარგად შეფუთული ჩვენი ტერიტორიების გადაბარების ოპერაცია, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ განაცხადა.
„მე არ ვსაუბრობ უმცირეს და უმაღლეს ოფიცერთა შემადგენლობაზე და ჩვენს ჯარისკაცებზე, რომლებიც რეალურად გულმოდგინედ და თავდადებით იბრძოდნენ და გმირების სიები შემატეს ჩვენს ქვეყანას და სახე არ დააკარგვინეს ჩვენს ქვეყანას. მე ვსაუბრობ იმ რეალურ მოცემულობაზე, რაც დღეს გვაქვს და რამაც თითოეულ ჩვენგანს მოგვცა იმის ტვირთი, რომ ნულს ქვემოდან დავიწყოთ ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა და ჭიდილი“, – აღნიშნა კობალაძემ.
კომენტარები