ბათუმის საქალაქო სასამართლომ 31 ივლისს ბათუმში აქციის დროს დაკავებული 16 პირის საქმე გამიხილა.
ყველა მათგანი სამართალდამრღვევად ცნეს და განესაზღვრათ ჯარიმა 2000-3500 ლარის ოდენობით. ისინი აქციაზე 166-173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენის გამო დააკავეს.
აღნიშნული პირები ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს შესვლას აპროტესტებდნენ, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
კომენტარები