ხვალ, 54 კმ სიგრძის პერიმეტრი გაკონტროლდება, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველივე დღიდან მიმდინარეობდა მდინარის მონიტორინგი. ამ ეტაპზე რადგან მდინარის დონე დაწეულია, გამოჩნდა ისეთი ადგილები, სადაც შესაძლებელი გახდა ადგილზე გადამოწმება, თუმცა გამორიცხული არაფერია, ესაა სავარაუდოდ პირველივე ძლიერი ტალღის შედეგად წამოღებული ადამიანების ცხედრები. ხვალ 54 სიგრძის პერიმეტრი იქნება გაკონტროლებული ეს არის ზუსტად ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც მდინარის კალაპოტი მაქსიმალურად გაშლილია და შევისწავლეთ ეს სიტუაცია, ამიტომ ავიღეთ ეს ლოკაცია ბოლო წერტილად“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.
კომენტარები