უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორები უკრაინას რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ არ უბიძგებენ.
„ამ სავარაუდო ზეწოლის შესახებ ცნობები არაფრით არ დასტურდება. მხოლოდ ინტერნეტშია. არ ვიცი, შეიძლება ეს რუსი ტროლების არმიის სამუშაოა, მაგრამ [საერთაშორისო] პარტნიორებს მოლაპარაკების მოთხოვნა არ დაუყენებიათ. უკრაინა ამ პრობლემას თავისით მოაგვარებს და პუტინთან მოლაპარაკება არ შეიძლება. რუსეთი უნდა განადგურდეს, როგორც თანამედროვე კართაგენი“, – აღნიშნა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა იტალიურ გაზეთ La Repubblica-სთან ინტერვიუში.
კომენტარები
