რეჟისორ კრისტოფერ ნოლანის ფილმმა „ოპენჰაიმერი“ მსოფლიო გაქირავებაში 700 მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა. ამის შესახებ Deadline-ი წერს.
გამოცემის პროგნოზით, შემოდგომაზე „ოპენჰაიმერი“ „ინტერსტელარს“ (715 მილიონი) გაუსწრებს, შემდეგ კი „დასაწყისს“ (837 მილიონი). ამ პროგნოზის გამართლების შემთხვევაში, „ოპენჰაიმერი“ ნოლანის კარიერაში შემოსავლის თვალსაზრისით მესამე ფილმი გახდება. პირველ და მეორე ადგილს ამ სიაში „ბეტმენის“ ტრილოგიის ფილმები – „შავი რაინდის აღზევება“ და „შავი რაინდი“ იკავებენ.
„ოპენჰაიმერი“ პირველი ატომური ბომბის შემქმნელის, რობერტ ოპენჰაიმერის შესახებ მოგვითხრობს, რომლის როლსაც კილიან მერფი ასრულებს.
კომენტარები