ბელარუსში აშშ-ის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია. ამის შესახებ აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„18 აგვისტოს, ლიეტუვის მთავრობამ ბელარუსთან საზღვარზე ორი სასაზღვრო პუნქტი დახურა. ოთხი სასაზღვრო პუნქტი ამჟამად ღიაა. პოლონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მთავრობებმა განაცხადეს, რომ ბელარუსთან საზღვრის შემდგომი ჩაკეტვა შესაძლებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.
„ბელარუსში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ [ქვეყნის ტერიტორია]. განიხილეთ გამგზავრება ლიეტუვასა და ლატვიასთან დარჩენილი სასაზღვრო პუნქტების გავლით ან თვითმფრინავით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები