კასპის მუნიციპალიტეტში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ასაკოვანი კაცი დააკავეს.
შემთხვევა დღეს, ცოტა ხნის წინ, სოფელ ხანდაკში მოხდა. ცნობილია, რომ პოლიციამ დანაშაულის ადგილიდან, ნივთმტკიცების სახით, დანა ამოიღო.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები