უკრაინის მოქალაქეს, რომლის ჩანთაშიც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოაჩინეს, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქოტროპული ნივთიერების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა და ჩემოდნის გადმოტანა სთხოვეს. საუბარია „კეტამინზე“.
თბილისის აეროპორტში ფსიქოტროპული ნივთიერება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამოიღო. მებაჟე ოფიცრებმა სტამბოლი-თბილისის ავიარეისით ჩამოფრენილი უკრაინის მოქალაქის კუთვნილი ბარგი ეჭვის საფუძველზე დაათვალიერეს. წინასწარ მოწყობილ სამალავში სამ შეკვრად დაფასოებული, ცხრა კილოგრამზე მეტი ფსიქოტროპული ნივთიერება აღმოჩნდა.
კომენტარები