ონის მერის, სერგო ხიდეშელის განცხადებით, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ოთხი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის არსებული ონფორმაციით, 29 მოქალაქე არის ნაპოვნი, აქედან 28 იდენტიფიცირებულია. მიმდინარეობს ოთხი ადამიანის საძიებო სამუშაოები. აქტიურ რეჟიმში გრძელდება საძიებო სამუშაოები როგორც სტიქიის ლოკაციაზე, ასევე, მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტებში, როგორც ონის მუნიციპალიტეტის, ისე ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე. ვიდრე მცირედი შანსი იქნება, საძიებო სამაოები გაგრძელდება. სამუშაოების შეწყვეტასა და გაფართოებაზე შესაბამისი სამსახური მიიღებს გადაწყვეტილებას.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების ზონაში აღდგა ორივე დროებითი ხიდი, რომლებიც სტიქიამ სრულად გაანადგურა და მას ახლაც დროებითის სტატუსი აქვს. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, უშუალოდ შოვში იწყება მდინარეების კალაპოტების გასწორხაზოვნება და ნაპირგამაგრებითი სამუშაოები“, – განაცხადა ონის მერმა.