განაშენიანების რეგულირების ყველა გეგმა, რომელსაც ოპოზიცია აპროტესტებდა, მათ მიერ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში იყო განხილული, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ჩვენთვის ცალსახაა, რომ განაშენიანების რეგულირების ყველა გეგმა, რომელსაც ისინი აპროტესტებდნენ, იყო მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განხილული და ნაკლებად ურბანულ საკითხებთან დაკავშირებული. შესაბამისად, ჩვენ ვიმსჯელეთ კომისიაზე და ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ დადებითი რეკომენდაცია მივიღეთ“, – აღნიშნა სოხაძემ.
თბილისის საკრებულოს სხდომაზე დღეს სხვა საკითხებთან ერთად, ურბანული დაგეგმარების კომისიის მიერ წარმოდგენილი სამშენებლო პროექტებიც განიხილება. ოპოზიციონერები თბილისის მერიას ურბანულ გენოციდში ადანაშაულებენ და კახა კალაძეს საკრებულოში იბარებენ.
მმართველი გუნდის განცხადებით კი, ოპოზიციონერები და მათი პოზიციის გამტარებლები განაშენიანების რეგულირების გეგმებს მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში განიხილავენ.