საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრების წევრი, ბადრი ყაველაშვილი მსოფლიოს ვიცე ჩემპიონი გახდა.
საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, მან კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა და საქართველოს ისტორიაში პირველად მოიპოვა ვერცხლის მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე აღნიშნულ დისციპლინაში.
ტურნირი გერმანიაში, ქალაქი დუისბურგში იმართება.
კომენტარები