ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთზე, მიწის ჩამოშლის ხელახალი საფრთხე აღარ არსებობს.
გზაზე მოძრაობა აღდგა და როგორც სპეციალისტები ამბობენ, გადაადგილება უსაფრთხოა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში უარყოფენ გავრცელებულ ცნობას, თითქოს მიწის ჩამოშლა ხიდის მშენებლობისას კლდის მოჭრამ გამოიწვია.
„გზა გამავალია. გუშინ არც დაკეტილა. უსაფრთხოა და უახლოეს პერიოდში მოხდება გზის აღდგენა. შესაბამისად, ის სამუშაოები, რაც აქამდე ხორციელდებოდა სახიდე გადასასვლელის მოსაწყობად, გრძელდება“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიორგი ნოდარიშვილმა.
კომენტარები