19-22 სექტემბერს, აჭარა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ტრადიციულად ფესტივალის მონაწილეები რეგიონს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ესტუმრებიან. ქართველ და უცხოელ კოლეგებთან ერთად ისინი ლექციებსა და პრეზენტაციებს ჩაატარებენ.
ფესტივალის ფარგლებში ყოველდღიურად, დღის პირველ ნახევარში მოეწყობა გასართობ-შემეცნებითი ექსკურსიები ფრინველებზე დაკვირვებისთვის მნიშვნელოვანტერიტორიებზე – ჭოროხის დელტა, სოფელი ჩაისუბანი, სოფელი სახალვაშო, ბათუმის ზღვისპირაპარკი, ნავსადგური და კოლხეთის ეროვნული პარკი. ფესტივალზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. პლატფორმებსა და ფრინველებზე დაკვირვების ლოკაციებზე ორგანიზებული გასვლა ტრანსპორტით, ბინოკლებით და გიდით იქნება უზრუნველყოფილი.
ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი რეგიონში აჭარის ტურიზმისდეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართება.