კიევის ცენტრში, უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა მსვიდობიანი აქცია გამართეს და ხელისუფლებას მოუწოდეს, უკეთ ითანამშრომლონ მათი ახლობლების დაბრუნების საკითხზე. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია იუწყება, აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტყვედ ჩავარდნილი და დაკარგული ახლობლების სურათები წარწერით „დაგვიბრუნეთ ჩვენი გმირები“.
„ჩვენი მთავარი მიზანია 30-ე ბრიგადადან დაკარგული ჯარისკაცების პოვნა და დაბრუნება“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
კომენტარები