სალომე ზურაბიშვილი ვიზიტში თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მტკიცეულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას.
„სავარაუდოდ, ის თავის ხარჯებით წავიდა. თუ საკუთარი სახსრებით წავიდა, ეს კიდევ ერთი დამატებითი მტკიცებულებაა. არაფერი მტკიცებულება არ სჭირდება, მაგრამ მტკიცეულებაა, რომ პრეზიდენტი შეგნებულად, წინასწარი განზრახვით არღვევდა კონსტიტუციას, შემთხვევით კი არ მოუვიდა, არამედ შეგნებულად არღვევდა კონსტიტუციას. არ ვიცი, ალბათ ეს ინფორმაციაც გავრცელდება, რა ხარჯებით არის წასული“, – განაცხადა კობახიძემ.
კომენტარები