რიგა 3-დან 15 სექტემბრამდე ნატო-ს დაგეგმვის წვრთნებს უმასპინძლებს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ალიანსის წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნის, შვედეთის მაღალი რანგის ოფიცრები. ამის შესახებ ინფორმაციას ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის კომუნიკაციების დეპარტამენტი ავრცელებს.
წვრთნების მიზანია, გააუმჯობესოს ოფიცრებისა და მეთაურების უნარი, დაგეგმონ და ჩაატარონ ერთობლივი ოპერაციები.
Steadfast Pyramid 2023 8 სექტემბრამდე გაგრძელდება. ეს არის ნატო-ს ტრანსფორმაციის სარდლობისა და ევროპის უმაღლესი მეთაურის მიერ ორგანიზებული წვრთნების პირველი ნაწილი. მეორე ნაწილი 10-დან 15 სექტემბრამდე ჩატარდება და მოიცავს ოპერაციული დაგეგმვის სფეროში უფროსი მეთაურების მომზადებას. წვრთნები Steadfast Pyramid და Steadfast Pinnacle ლატვიაში 2011 წლიდან ტარდება. წვრთნების დროს ლატვია აუმჯობესებს მასპინძელი ქვეყნის მხარდაჭერის შესაძლებლობებს, ასევე ნატო-ს სხვა წევრებთან და სტრატეგიულ რეგიონურ პარტნიორებთან თანამშრომლობის უნარებს.