უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული შეჭრის დაწყებიდან, ქვეყანაში 503 ბავშვი დაიღუპა, 1 119-ზე მეტი კი დაშავდა.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1 622-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. 2023 წლის 4 სექტემბრის დილის მდგომარეობით, არასრულწლოვანთა პროკურორების მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 503 ბავშვი და 1 119-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა ხარისხის სიმძიმის დაზიანებები.
ყველაზე მეტი ბავშვი დაშავდა დონეცკის ოლქში – 485, ხარკოვის ოლქში – 300, კიევის ოლქში – 129, ჩერნიგოვის ოლქში – 71, ლუგანსკის ოლქში – 67, ნიკოლაევის ოლქში – 89, ხერსონის ოლქში – 120, ზაპოროჟიეს ოლქში – 99, დნეპროპეტროვსკის ოლქი – 94“, – ნათქვამია უკრაინის გენერალურმა პროკურატურის მიერ Telegram-ზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არაა, რადგან აქტიური საბრძოლო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს, ტერიტორიის ნაწილი კი ოკუპირებულია.