ესპანეთში ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომლის შემდგენლობაში ძირითადად ქართველები იყვნენ, სხვადასხვა ქალაქებში სახლებს ძარცვავდნენ.
უწყების ცნობით, კონკრეტულ ქალაქში ჩასვლის შემდეგ ეჭვმიტანილები ათობით პოტენციურ სახლს მარკერით ნიშნავდნენ, ღამის საათებში ძარცვავდნენ, შემდეგ კი გასაძარცვად სხვა ქალაქში გადადიოდნენ. ესპანეთის პოლიციის განმარტებით, კრიმინალურ დაჯგუფებას ე.წ. კანონიერი ქურდები მართავდნენ. ასევე ცნობილია, რომ დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები თანხებს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში გზავნიდნენ.
რამდენიმე ეჭვმიტანილის დაკავების შემდეგ, მათი სახლის ჩხრეკის შედეგად პოლიციამ ძვირადღირებული საათები, მობილური ტელეფონები და ნაღდი ფული ამოიღო.