გიდასტურებთ, რომ მიმაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა ამ პერიოდში და მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჟოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ რეკომენდაციებს ძალისხმევა ჭირდება.
„მე მგონი უკვე განვმარტე, რომ 12 პრიორიტეტი გვაქვს ჯამში, ყველა მნიშვნელოვანია, 12-ივე და ეხება იმ რეფორმებს, რომელიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, არა ბრიუსელისთვის არამედ იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ცხოვრება, დემოკრატია და მე ეს ყველაფერი დავასახელე, მიმაჩნია, რომ არის დრო და არის ძალისხმევა გასაწევი და თქვენ იცით, რომ ეს პროცესია. ევროკომისია გამოაქვეყნებს უკვე გაფართოების შესახებ დასკვნას. მასში იქნება ქვეყნების შესახებ ანგარიში, ყოველ ანგარიშში იქნება სტატუსი, მიღწეული შედეგის და პროგრესის, აქვე იქნება რეკომენდაციები, შემდგომი ეტაპისთვის, ყველა წევრი სახელმწიფო ამ ქვეყნებს მისცემს რეკომენდაციას და წლის ბოლოს წევრი სახელმწიფოები მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას და გიდასტურებთ, რომ მიმაჩნია, რომ ნამდვილად შესაძლებელია წარმატების მიღწევა ამ პერიოდში და მოლოდინი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი, იმიტომ რომ სრულად ვარ დარწმუნებული, რომ ძალისხმევა ჭირდება ამ რეკომენდაციებს”, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.